არსებობს კარგი შანსი, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიოთ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
“მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანების მკვლელობა თავიდან ავიცილოთ“ – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ესაუბრა.
იტვირთბა....

