უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ უკრაინა ბუფერული სახელმწიფოს სტატუსს დაუბრუნდება. ამასთან, ტელეარხ M1-ის ეთერში მან ევროპელი ლიდერები კონფლიქტის ფინანსური სარგებლის მიზნით გახანგრძლივებაში დაადანაშაულა.
“ევროპელებს ომი სურთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოება. ომის სურვილის უკან ფული დგას. უკრაინას მათ ჯერ ფული მისცეს, შემდეგ – იარაღი, ახლა კი საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ჯარისკაცების პოტენციურ განლაგებასთან დაკავშირებით საუბრობენ
ნატო და რუსეთი შეთანხმდებოდნენ ბუფერულ ზონაში მოქმედი შეზღუდული უკრაინული შეიარაღებული ძალების რაოდენობასა და აღჭურვილობაზე და ორივე მხარე გარანტიას იძლეოდა, რომ არავინ მოაქცევდა ამ ბუფერულ სახელმწიფოს საკუთარი გავლენის ქვეშ. საერთაშორისო სამართალი იცნობს იმ საშუალებებს, რომლითაც შეიძლება ასეთი გარანტიის სისტემის შექმნა“ – აღნიშნა ორბანმა.

