ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტთან გედევან ფოფხაძემ და აქტივისტებმა შიმშილობა შეწყვიტეს

არ­ქი­მან­დრიტ დო­რო­თე ყუ­რაშ­ვი­ლის თხოვ­ნით, პარ­ლა­მენ­ტთან მო­შიმ­ში­ლე­ებ­მა შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტეს.

როგორც ცნობილია, შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე­მაც, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­შიმ­ში­ლე­ე­ბის ცნო­ბით, გარ­თულ­და.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გუშინ ერთ-ერთი მოშიმშილე კლინიკაში გადაიყვანეს.

პროტესტანტები 34 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. ისინი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

იტვირთბა....