აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ ლიდერი ალი ქარიმლი, გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ალი ქერიმლის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
“რადიო თავისუფლების“ ცნობით, ალი ქარიმლის გარდა, APFP-ს პრეზიდიუმის წევრის, მამედ იბრაჰიმის სახლიც გაიჩხრიკა.
ალი ქარიმლის მოადგილემ, სეიმურ ჰაზიმ „როიტერსს“ განუცხადა, რომ ასევე დააკავეს პარტიის ორი წევრი – ფაიკ ამირლი და მამედ იბრაჰიმი.

