ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
დაღუპულთა ნათესავების თქმით, სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის აღმოსავლეთით 10 და 12 წლის ძმები შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც ისინი ისრაელის თავდასხმის სამიზნეები გახდნენ.
ღაზის ჯანდაცვის ორგანოების ინფორმაციით, ისრაელსა და “ჰამასს“ შორის 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, სულ მცირე, 354 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელი ასევე აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში „ჰამასის” თავდასხმებს სამი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ისრაელმა და “ჰამასმა“ ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

