ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“გვჭირდება რეალური, საიმედო გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ომის დასრულებას” – ვოლოდიმირ ზელენსკი

“გვჭირდება რეალური, საიმედო გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ომის დასრულებას” – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“ღამით რუსებმა უკრაინის ტერიტორიას 122 დრონით და ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. ასეთი თავდასხმები ყოველდღიურად ხდება. მხოლოდ ამ კვირაში რუსებმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თითქმის 1400 თავდასხმის დრონი, 1100 მართვადი საჰაერო ბომბი და 66 რაკეტა გამოიყენეს. სწორედ ამიტომ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მდგრადობა ყოველდღიურად. რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები აუცილებელია და ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან აქტიური მუშაობა მშვიდობისთვის. გვჭირდება რეალური, საიმედო გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ომის დასრულებას“ – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....