ახალი ამბები მთავარი

ზელენსკიმ აშშ-თან, საერთაშორისო პარტნიორებთან და რუსეთის წარმომადგენლებთან მომლაპარაკებელთა დელეგაციის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ზელენსკიმ აშშ-თან, საერთაშორისო პარტნიორებთან და რუსეთის წარმომადგენლებთან მომლაპარაკებელთა დელეგაციის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

დელეგაციის შემადგენლობა:

• უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი

• გენერალი კირილ ბუდანოვი – უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური

• ალექსანდრ ბევზი – უკრაინის პრეზიდენტის კაბინეტის მრჩეველი

• გენერალი ანატოლი გნატოვი – უკრაინის არმიის გენერალური შტაბის უფროსი

• ოლეგ ივაშჩენკო – საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი

• სერგეი კისლიცია – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

• ალექსეი ოსტრიანსკი – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე

• ალექსანდრ პოკლადი – უკრაინის უშიშროების სამსახურის [SBU] უფროსის მოადგილე

• ვადიმ სკიბიცკი – უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე

სამშვიდობო დელეგაციას ამ დრომდე ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობდა, თუმცა მან გუშინ, 28 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფორსის თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....