აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

ვიქტორ ორბანი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც დღეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, მოსკოვში მიემგზავრება, რომ უნგრეთი ზამთარსა და მომდევნო წელიწადს ენერგომომარაგებით უზრუნველყოს.

ორბანთან ერთად მოსკოვში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც მიემგზავრება.

„გეგმა არა მხოლოდ გამგზავრებაა, არამედ მოსკოვში ჩასვლაც, რაც ომის გამო ისეთი მარტივი არ არის. დიდი შემოვლითი გზის გავლა მოგვიწევს. დილის 04:00 საათზე უნდა გავემგზავროთ, რათა დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდეთ. დღეს რუსეთის პრეზიდენტს შევხვდები“, – განუცხადა ორბანმა ჟურნალისტებს ბუდაპეშტის აეროპორტში.

იტვირთბა....