საზოგადოება

გამოკითხვა საქართველოში: რამდენი პროცენტი ღალატობს მეუღლეს

საქართველოში დაოჯახებული მამაკაცების 49.4%-ს და ქალების 16%-ს მეუღლისთვის ერთხელ მაინც უღალატია. -ეს სტატისტიკა ანონიმური ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომელიც კერძო დეტექტივი ქალების სააგენტომ _ “FPI” (Female Private Investigators) ღალატის სტატისტიკის დასადგენად ჩაატარა.

კვლევაში ჩართული იყო 22-დან 35 წლამდე, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე 162 ქალი და 138 მამაკაცი. შეკითხვას თავი აარიდა გამოკითხულთა 31%-მა.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მამაკაცების 78% და ქალების 21% ფლირტს ღალატად არ მიიჩნევს.

ღალატის გამოვლენის საუკეთესო ხერხად ქალების 69% კერძო დეტექტივს მიიჩნევს, 16% ნათელმხილველს, 15 %-ს კი ურჩევნია, სამეგობრო წრის დახმარებით გაარკვიოს სიმართლე.

კერძო დეტექტიური ხასიათის მომსახურების დამკვეთების უმრავლესობა, კერძოდ, 82% ქალია და მათი ეჭვები 89%-ში მართლდება, მაშინ, როდესაც მამაკაცი დამკვეთების ეჭვი 57%-ში საფუძველს მოკლებულია.-ნათქვამია FPI” (Female Private Investigators)-ის განცხადებაში.

 

იტვირთბა....