ვლადიმერ პუტინმა ОДКБ-ს წევრებს რუსული იარაღით აღჭურვის პროგრამის დაწყება შესთავაზა, – ინფორმაციას რუსული მედია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთი ОДКБ-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მოკავშირეებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ გთავაზობთ კოლექტიური ძალების თანამედროვე იარაღით აღჭურვის მასშტაბური პროგრამის დაწყებას. თანამშრომლობას ვგეგმავთ მეგობრობის, კეთილმეზობლობის, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემისა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

