აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.

ყველაზე მინიმალური რაც ღირსების დასაცავად იმ დღეს შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი. აღმაშფოთა ირაკლი შვანგირაძის უშფოთველობამ, ეს არის, რის გამოც აქ ვარ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ,- ამის შესახებ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებულმა, “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ წინა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

საქმე ეხება 30 მაისს სასამართლო პროცესზე მომხდარ ინციდენტს, როცა ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა.

იტვირთბა....