ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ” – რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე Bloomberg-ის მასალაზე

“უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ” – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

“რაც შეეხება უიტკოფს, შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალ კვირას მისი მოსკოვში ვიზიტის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ის და აშშ-ის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინის საკითხებზე მუშაობენ, მოსკოვში ჩამოვლენ.

უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ. არ ვიცი საიდან გავრცელდა. ვიღაც ავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა. ალბათ, მიზანი ხელის შეშლაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთების მიზანს ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენდეს. ახლა ურთიერთობები რთულად ვითარდება, მათ შორის მსგავსი კონტაქტების მეშვეობით“ – განაცხადა უშაკოვმა.

იტვირთბა....