“ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა” – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის საუბრის ჩანაწერს, რომელიც Bloomberg-მა გამოაქვეყნა.
“იცით, ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა. ვფიქრობ, ის იგივეს ეუბნება უკრაინას“ – განაცხადა ტრამპმა.
Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის “სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა.
იტვირთბა....

