აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“უიტკოფი უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე ტრამპთან სალაპარაკოდ რუსეთს რჩევებს აძლევდა” – Bloomberg

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ოქტომბერში სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან, რომელსაც უკრაინაში ომის დასამთავრებლად ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მსგავსი გეგმის შემუშავება შესთავაზა.

გამოცემის ცნობით, 5 წუთზე ოდნავ მეტი ხანგრძლივობის ზარისას უიტკოფმა კრემლის მაღალჩინოსანს ურჩია, რომ კარგი იქნებოდა, თუ პუტინი ამ საკითხს ტრამპთან საუბრის დროს წამოჭრიდა.

ჩანაწერში უიტკოფი უშაკოვს ტრამპის განწყობებზე ესაუბრება და ურჩევს, რომ მოითხოვონ ტრამპთან საუბარი ვაშინგტონში ზელენსკის ჩასვლამდე. ასევე აძლევს რჩევას, რომ პუტინმა ტრამპს ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა პირადად მიულოცოს. ჩანაწერი 2025 წლის 14 ოქტომბრით თარიღდება.

საუბარში უიტკოფი რამდენჯერმე იმეორებს, რომ დიდ პატივს სცემს პრეზიდენტ პუტინს და ეჭვი არ ეპარება, რომ მას მშვიდობა სურს.

იტვირთბა....