აშშ და უკრაინა ჟენევაში წარმოდგენილ პროექტზე შეთანხმდნენ – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
თემთა პალატაში გამოსვლისას კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ მან აშშ-სა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღო.
“ეს არანაირად არ არის წინადადებების ან შეთანხმებების ახალი ნაკრები“ – განაცხადა მან.

