აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

” ლონდონი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ჩასაშლელად ემზადება, რადგან ომისგან მიღებული შემოსავლები ბრიტანეთის ეკონომიკას გაკოტრებისგან იცავს” – რუსეთის დაზვერვა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ამტკიცებს, რომ ბრიტანეთმა, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ჩაშლა მისი დისკრედიტაციის გზით სცადოს. უწყების მტკიცებით, ფრონტზე განვითარებული მოვლენები ლონდონს აიძულებს, „უკრაინაში ნაშოვნი სისხლიანი ფულის“ ჩანაცვლების საშუალება მოძებნოს.

„განიხილება ტრამპის კონფლიქტის მოგვარების განწყობის ჩაშლა მისი დისკრედიტაციის გზით. შეთითხნეს გეგმები ყოფილი ბრიტანელი დაზვერვის ოფიცრის, ს. სტილის ყალბი „დოსიეების“ აღსადგენად, რომელშიც თეთრი სახლის ხელმძღვანელი და მისი ოჯახი საბჭოთა და რუსეთის დაზვერვის სააგენტოებთან კავშირებშია ბრალდებული. ომისგან მიღებული შემოსავლები, ბრიტანეთის ეკონომიკას, ფაქტობრივად, გაკოტრებისგან იცავს. ოდესღაც პრობლემური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები ეროვნული ინდუსტრიის მამოძრავებელ ძალად იქცა. კომპანიები BAE Systems და Thales UK კიევისთვის სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის მრავალმილიარდიანი კონტრაქტებს ახორციელებენ. იგეგმება უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გაზრდა ევროკავშირის დაფინანსებით. მოსალოდნელი შემოსავალი ექვს მილიარდ დოლარს აჭარბებს.” – აცხადებენ რუსეთის დაზვერვის სამსახურში.

იტვირთბა....