აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა ისეთი მშვიდობა, რომელიც რეალურად კაპიტულაციაა” – ემანუელ მაკრონი 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უარყო აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ასპექტები, თუმცა მას კარგი ნაბიჯი უწოდა. „გეგმაში არის ელემენტები, რომლებიც განხილვას, მოლაპარაკებასა და გაუმჯობესებას იმსახურებდა“, – განაცხადა მაკრონმა.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა მშვიდობა, რომელიც რეალურად კაპიტულაციაა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა წარმოუდგენელ პოზიციაში აღმოჩნდება და რუსეთს სრული თავისუფლება ექნება, წავიდეს კიდევ უფრო შორს, მათ შორის სხვა ევროპელების წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას,ამასთან, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა გეგმის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ევროპული ქვეყნების თანხმობის გარეშე. ეს ევროპელებმა უნდა გადაწყვიტონ, რა მოხდება ევროპაში გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

იტვირთბა....