შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლინ ლევიტმა განაცხადა.
ჩვენ ამას უსასრულოდ ვერ გავაკეთებთ. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა უზარმაზარი დრო და ენერგია ჩადო რუსეთისა და უკრაინის ომის გადაწყვეტის გზების ძიებაში, რისთვისაც იგი მადლიერებას იმსახურებს.

