აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ავღანეთში პაკისტანის თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის 9 ბავშვია” – “თალიბანი”

პაკისტანმა ავღანეთზე თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის 9 ბავშვია – როგორც ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, სულ 10 ადამიანია დაღუპული.

„წუხელ, ხავსტის პროვინციის გერბზვოს რაიონში, პაკისტანის დამპყრობელმა ძალებმა დაბომბეს ადგილობრივი მკვიდრის, ვილაიატ ხანის სახლი, რის შედეგადაც 9 ბავშვი (5 ბიჭი და 4 გოგონა) და ერთი ქალი დაიღუპა და მათი სახლი დაინგრა“, – აღნიშნა მუჯაჰიდმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკებები 11 ოქტომბერს დაიწყო. საუდის არაბეთისა და კატარის შუამავლობით დაპირისპირება დროებით შეწყდა, თუმცა ქვეყნებს შორის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიხურა. დაპირისპირება 15 ოქტომბერს განახლდა, რასაც, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ პაკისტანი და ავღანეთი ჯერ 48-საათიან, ხოლო მოგვიანებით დოჰაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

იტვირთბა....