ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართულ ენას შეისწავლიან

ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ათენის ერთ-ერთ სკოლაში, საწყის ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება, სადაც  ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობაა კონცენტრირებული. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს.

უწყების ცნობით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის  განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან,  თეოდოსიოს პელეგრინისგან.

ამასთან, ქართული მხარე პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს,  ხოლო სწავლების პროგრამა საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად დაიგეგმება და წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბერძნულ მხარესთან.

იტვირთბა....