“ჩვენი დელეგაცია ჟენევიდან ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი” – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“პრემიერ-მინისტრს ჟენევაში მრჩევლების მუშაობის საწყისი შედეგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. ახლა ჩვენი დელეგაცია სახლში ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი ჟენევაში მოლაპარაკებებისა და ჩვენი პარტნიორების ძირითადი აქცენტების შესახებ. ამ ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებსა და ვადებს განვსაზღვრავთ. ჩვენ ევროპასთან და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, რომ საჭირო შედეგებს მივაღწევთ“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

