მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 -მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი.
„განსაკუთრებით ჭარბობენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების უმსხვილეს ტენდერებს იგებენ. მათ ბოლო 10 წელიწადში 2.49 მილიარდი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული, ხოლო 2024-2025 წლებში — 581 მილიონის. ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა 12-მა შემომწირველმა „ქართულ ოცნებას“ 570,000 ლარი შესწირეს.
შემოწირულობების შესახებ მეტი ინფორმაცია, ასევე შემწირველთა ბიზნესინტერესებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ ცნობები მოიძიეთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.politicaldonations.ge “ – ნათქვამია ინფორმაციაში.

