აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

 ყველა ევროპელი პოლიტიკოსის ვალია, სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმას – პიტერ სიიარტო

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელოვან შანსს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დასავლეთ ევროპელი ლიდერი ცდილობს მის დაბლოკვას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ყველა ევროპელი პოლიტიკოსის ვალია სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას.

„ჩვენი პოზიცია ნათელია: ყველა ევროპელი პოლიტიკოსის ვალია სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას, რადგან ეს რაციონალური და ჰუმანური არჩევანია“- წერს პიტერ სიიარტო.

იტვირთბა....