აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები მიმდინარე კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავენ

აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილა.

ფორმაციას ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს სავარაუდოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობების ფარგლებში მოხდება, რათა მადლიერების დღისთვის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.

„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, ამჟამად ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები არ არსებობს და არც რუსეთთან ან რუსეთში არ არის მოლაპარაკებები დაგეგმილი.

მედია იუწყება, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს აშშ-ის არმიის მდივნის, დენ დრისკოლის რუსეთში გამგზავრება ან სხვაგან რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა. ამავე დროს, მედია წერს, რომ ჯერ მსგავსი არაფერი იგეგმება.

იტვირთბა....