ამ ეტაპზე, არსებობს ურთიერთგაგება, რომ ამერიკული წინადადებები, შეიძლება, უკრაინულ ხედვებზე დაფუძნებულ ელემენტებს მოიცავდეს – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
“დღეს, უკრაინის დელეგაცია ჟენევაში მუშაობს და კონცენტრირებულია ომის დასრულების გზების მოძებნაზე, მშვიდობის აღდგენასა და ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
ამ ეტაპზე, არსებობს ურთიერთგაგება, რომ ამერიკული წინადადებები, შეიძლება, უკრაინულ ხედვებზე დაფუძნებულ და უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვან ელემენტებს მოიცავდეს. ჩვენი ხალხის მთავარი მიზნის მისაღწევად შემდგომი მუშაობა გრძელდება“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

