ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ს რექტორობის სურვილი შვიდმა კანდიდატმა გამოთქვა

 

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე განაცხადი შვიდმა კანდიდატმა შეიტანა.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა ორი კანდიდატი: ცირა ბარამიძე და ლევან გორდეზიანი, ხოლო ორი კანდიდატი, მერაბ ელიაშვილი და ინესა მერაბიშვილი რეგისტრაციიდან ასაკის გამო მოიხსნენ.

სამმა კანდიდატმა – დარეჯან თვალთვაძემ, ალექსანდრე ჩხიტაურმა და გიორგი ანდრიაძემ განაცხადი დღეს შეიტანეს. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კომისია მათი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე დღეს იმსჯელებს.

აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ არჩევნები დაინიშნება.

იტვირთბა....