ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კირ სტარმერი აშშ-ისა და უკრაინის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

გასულ ღამეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ისა და უკრაინის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა – აღნიშნულის შესახებ “სქაინიუსი“ წერს.

კირ სტარმერის პრესსპიკერის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის სამხრეთ აფრიკაში, G20-ის შეხვედრაზე “მსურველთა“ კოალიციის შესახებ მოლაპარაკებების პროგრესის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარს გამოეხმაურა თავად უკრაინის პრეზიდენტიც. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ კირ სტარმერთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა და განიხილა დიპლომატიური ნიუანსები სამშვიდობო პროცესის ფარგლებში.

იტვირთბა....