მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების მიზნით ჟენევაში ჩავიდნენ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შვეიცარიაში „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებებში მონაწილეობას აშშ-ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და იტალიის წარმომადგენლები მიიღებენ.
აშშ-ის დელეგაციას არმიის მდივანი დენ დრისკოლი, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წარმოადგენენ.

