“28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე კარგი იქნება ვიცოდეთ, ვინ არის მისი ავტორი და სად შეიქმნა ის” – აღნიშნულის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენ, ევროპის, კანადისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, 28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის მზადყოფნის შესახებ გამოვაცხადეთ. თუმცა, ვიდრე მუშაობას დავიწყებთ, კარგი იქნება ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არის გეგმის ავტორი და სად შეიქმნა ის“ – წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

