ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის მისი „სამშვიდობო წინადადება” საბოლოო არაა – აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“მშვიდობის მიღწევა გვინდა. დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. უკრაინის რუსეთთან ომი არასდროს არ უნდა მომხდარიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ის არასდროს მოხდებოდა. მის დასრულებას ვცდილობთ. ასე თუ ისე, მისი დასრულება გვსურს” – განაცხადა ტრამპმა.

