ახალი ამბები

28-პუნქტიანი გეგმა უნდა გამყარდეს, ევროპის უსაფრთხოება და თავისუფლება სასწორზეა – ემანუელ მაკრონი

28-პუნქტიანი გეგმა უნდა გამყარდეს, ევროპის უსაფრთხოება და თავისუფლება სასწორზეა – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე წერს.

“ევროპელ და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად მივესალმებით აშშ-ს ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.

ეს აჩვენებს ერთ რამეს: მშვიდობა ყველას უნდა – რუსეთის გარდა, რომელიც ჯიუტად განაგრძობს უკრაინის დაბომბვას.

28-პუნქტიანი წინადადება უნდა გამყარდეს: ძალით ვერანაირი საზღვრის შეცვლა ვერ უნდა მოხდეს და უკრაინა არასდროს არ უნდა დარჩეს დაუცველი.

ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროკავშირს ან NATO-ს ეხება, უნდა იყოს მათი წევრი სახელმწიფოების თანხმობა.

ჩვენ გავაგრძელებთ კიევთან და ვაშინგტონთან მჭიდრო კოორდინაციას.

უკრაინისადმი ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა გადამწყვეტია. სასწორზე მთელი ევროპის უსაფრთხოება და თავისუფლება დგას” – წერს მაკრონი.

იტვირთბა....