ახალი ამბები მთავარი

ტერნოპილში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპილზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას 7 წლის პოლონელი გოგო, ამელია და დედამისი დაიღუპნენ. 

“ამელია 7 წლის იყო. შვიდის. პოლონელი ბავშვი… [ამელია] ტერნოპილზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა და ახლა მისი ვერცერთი ოცნების ახდენას ვერ შეძლებს. ეს სასტიკი ომი უნდა დამთავრდეს, რუსეთს მისი მოგება არ შეუძლია. ეს ომი ჩვენი შვილების მომავალსაც ეხება.” – ასე გამოეხმაურა შემთხვევას პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი.

ტერნოპილის ოლქის პოლიციის უფროსმა სერჰიი ზიუბანენკომ თქვა, რომ 19 ნოემბერს ტერნოპილში საცხოვრებელ შენობაზე სარაკეტო თავდასხმას 32 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 6 ბავშვია, ჯამში კი 94 დაშავდა.

ცნობისთვის, რუსეთმა 19 ნოემბერს უკრაინის რეგიონებზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა მიიტანა, მათ შორის უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე – ტერნოპილზე, ხმელნიტსკიზე, ივანო-ფრანკივსკისა და ლვოვზე. 

იტვირთბა....