დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. პირველ შეხვედრას კვირიკაშვილი დღეს, 20:30 საათზე, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან გამართავს. კვირიკაშვილი, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრი, ეტაპობრივად, რეგიონული მედიის, ბეჭდური, ასევე ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდება და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს.