ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეს, გია ჯვარშეიშვილს სასამართლომ 7-დღიანი, ელენე ბერიკაშვილს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეები – გია ჯვარშეიშვილი და ელენე ბერიკაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.

მოსამართლე დავით მაკარაძემ ჯვარშეიშვილს 7-დღიანი, ბერიკაშვილს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

იტვირთბა....