ლევან მურუსიძის თავმჯდომარეობით იუსტიციის საბჭოს ახალი უფლებები ენიჭება. ცვლილებების მიხედვით, საბჭოს მკვეთრად უძლიერდება შესაძლებლობა, ელექტრონული განაწილების პროცესის მიღმა გადაწყვიტოს, რომელმა მოსამართლემ უნდა განიხილოს კონკრეტული საქმე.
კანონში შესული ცვლილებები საშუალებას აძლევს იუსტიციის საბჭოს, მოსამართლეს უკვე განაწილებული საქმე ჩამოართვას და სხვა მოსამართლეს გადასცეს. საკითხი დაისვა იმ ფონზე, როცა აშშ-მ კორუფციის ბრალდებით სანქციები დაუწესა რამდენიმე ქართველ მოსამართლეს, რომლებიც იუსტიციის სისტემაში ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან.
“კონკრეტული საკითხი ეხება სპეციალიზაციის საკითხს, როცა მიმაგრება ხდება რომელიღაც საქმეზე, მაგალითად, შრომითი დავები განიხილოს რაღაც მომენტში. აქაც, მნიშნელოვანია, რომ უფრო კომპეტენტურმა ადამიანმა განიხილოს და ამხრივ ლოტოტრონს არ უნდა მივანდოთ ის საქმე, რომ ვთქვათ, შრომითი დავების განხილვა კონკრეტულ სასამართლოში რომელ მოსამართლეს დაეკისროს, არამედ კომპეტენციის შესაბამისად გადაწყვიტოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ლოტოტრონები და ა.შ., ვხედავდით ჩვენ, რომ რაღაცნაირი ფეტიში იყო ხოლმე ხანდახან გარედან რეკომენდაციების და რაღაც პროცესებმა თავისი ასახვა კანონმდებლობაში ნახა,” – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

