აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა შესავალი სიტყვა, ასევე დაიკითხა საქმის მთავარი გამომძიებელი და ინფორმაციული პატაკის ავტორი პოლიციელი. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა.

