აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ოლექსიი გონჩარენკო რუსეთ-უკრაინის ომის აშშ-ს მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან გეგმის პროექტს ასაჯაროებს

უკრაინელი დეპუტატი, ოლექსიი გონჩარენკო რუსეთ-უკრაინის ომის აშშ-ს მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან გეგმის პროექტს ასაჯაროებს.

  1. უკრაინის უსაფრთხოება და პოლიტიკური სტატუსი
    • უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება.
    • უკრაინა აშშ-საგან იღებს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ გარკვეული პირობებით.
    • უკრაინა კონსტიტუციაში ამყარებს მიუმხრობლობას და NATO-ზე ამბობს უარს. NATO ადასტურებს, რომ უკრაინა არასოდეს გახდება წევრი.
    • შეიზღუდება უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა.
    • უკრაინა დარჩება ქვეყნად, რომელიც უარს ამბობს ბირთვულ იარაღზე
    2 • ტერიტორიული საკითხები
    • ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკის ფაქტობრივი აღიარება რუსეთად.
    • ხერსონი და ზაპოროჟიე „გაყინული“ იქნება შეხების ხაზზე.
    • გარკვეული ტერიტორიები იქცევა დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის კონტროლქვეშ იქნება.
    • ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, ძალით არ შეცვალოს საზღვრები.
    3 • სამხედრო შეთანხმებები
    • NATO არ განათავსებს სამხედრო ძალებს უკრაინაში.
    • NATO-ს გამანადგურებლები განლაგდება პოლონეთში.
    • უსაფრთხოების დიალოგი აშშ–NATO–რუსეთს შორის; შეიქმნება ამერიკულ-რუსული სამუშაო ჯგუფი.
    • რუსეთი სამართლებრივად აფიქსირებს პოლიტიკას – არ მოახდინოს თავდასხმა უკრაინასა და ევროპაზე.
    4 • ეკონომიკური ბლოკი და უკრაინის აღდგენა
    • აშშ და ევროპა დაიწყებენ მასშტაბურ საინვესტიციო პაკეტს უკრაინის აღდგენისთვის.
    • რუსული გაყინული აქტივებიდან 100 მილიარდი დოლარი მიემართება უკრაინის აღდგენას.
    • ევროპა დამატებით გამოყოფს 100 მილიარდს.
    • სხვა გაყინული რუსული აქტივები გამოიყოფა ერთობლივი ამერიკულ-რუსული პროექტებისთვის.
    • შეიქმნება უკრაინის განვითარების ფონდი – ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რესურსებში, ტექნოლოგიებში.
    5 • რუსეთი გლობალურ სისტემაში
    • სანქციების ეტაპობრივი მოხსნა.
    • რუსეთის დაბრუნება G8-ში.
    • აშშ–რუსეთის გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობა.
    6 • ჰუმანიტარული საკითხები
    • „ყველა ყველა“-ზე გაცვლა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების დაბრუნება.
    • ჰუმანიტარული პროგრამები.
    • განათლების პროგრამები ტოლერანტობაზე.
    7 • ენერგეტიკა და სპეციალური ობიექტები
    • ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამოქმედება გაეროს ბირთვული სააგენტოს (IAEA) მეთვალყურეობის ქვეშ; გამომუშავებული ელექტროენერგიის 50/50 განაწილება უკრაინასა და რუსეთს შორის.
    • აშშ დაეხმარება უკრაინას გაზის ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
    8 • უკრაინის შიდა პოლიტიკური პროცესები
    • შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღეში ჩატარდება არჩევნები.
    • ომის ყველა მონაწილეს ეძლევა სრული ამნისტია.
    9 • შესრულება და კონტროლი
    • შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო.
    • კონტროლს განახორციელებს „სამშვიდობო საბჭო“, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.
    • დარღვევისთვის სანქციები.
    • ხელმოწერისთანავე ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და ძალების გაყვანა შეთანხმებულ პოზიციებზე.
იტვირთბა....