“საქართველოს მთავრობას უფლებადამცველების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების შესახებ მივწერე, სამწუხაროდ, პასუხი არ გაუციათ” – აღნიშნულის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი სოციალურ ქსელში წერს.
“ახლა საჯაროა: საქართველოს მთავრობას უფლებადამცველების, მათ შორის ბაია პატარაიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივი და ადმინისტრაციული შევიწროების შესახებ მივწერე. სამწუხაროდ, მთავრობას პასუხი არ გაუცია“ – წერს მერი ლოულორი X-ზე.

