აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეტი უკრინისტვის 100 მილონ დოლარს გამოყოფს

პოლონეთი უკრაინისთვის PURL-ს ფარგლებში წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.

“საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე არსებული ბიუჯეტიდან, ვაპირებ წლის ბოლომდე უკრაინას გადავურიცხო 100 მილიონი დოლარი სამხედრო დახმარების სახით PURL პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ამერიკული იარაღის შესაძენად ვიყენებთ“ – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.

ცნობისთვის, PURL არის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის ამერიკული იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას, კიევის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. ერთი თვის წინ, ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს მოკავშირეთა ნახევარზე მეტმა გამოთქვა ინტერესი პროგრამაში მონაწილეობის მიმართ. პოლონეთმა მაშინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ მონაწილეობდა, მაგრამ არ გამორიცხა მომავალში გადაწყვეტილების შეცვლა.

იტვირთბა....