aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

აჭარის განათლების სამინისტროს თანამშრომლებმა ვიზიტორთა მონაცემები წაშალეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2016 წლის 11 აპრილს ელექტრონული ბაზიდან სამსახურეობრივი მნიშვნელობის ინფორმაცია გაანადგურეს, – ამის შესახებ მინისტრის მოადგილე, ლადო მგალობლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

საუბარია თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და ვიზიტორთა შემოსვლის მონაცემების წაშლაზე, რომელიც კონკრეტულ საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებას წარმოადგენდა.

როგორც ლადო მგალობლიშვილი ვარაუდობს, სამინისტროს თანამშრომლებმა ინფორმაცია “გარე ძალების” მითითებით გაანადგურეს, ამიტომაც აღნიშნულ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.

„ერთ-ერთმა თანამშრომელმა უარი თქვა აღედგინა წაშლილი ინფორმაცია ხელმძღვანელი პირის მითითებისამებრ. ის შემოიჭრა მინისტრის მოადგილის კაბინეტში და აგრესიული, არაკორექტული ფორმით შეეცადა თავის მართლებას. ასევე ახდენდა ფარულ აუდიო ჩაწერას შემდგომ დისკრედიტაციის მიზნით. მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული პირების სამსახურისთვის ჩამოშორების შესახებ”, – აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.

იტვირთბა....