აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა და სუდანში განვითარებულ უახლეს მოვლენებს განიხილავენ.

ამასთან, მინისტრები წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ბელარუსის ჰიბრიდულ თავდასხმებთან და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.

შეხვედრა ბრიუსელში, 8:30 საათზე (თბილისის დროით 11:30 საათი) დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ცნობილია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ კაია კალასი პრესკონფერენციას გამართავს.

იტვირთბა....