“ძალიან ცუდი და სახიფათო ცვლილებაა, ვაპირებ, რომ ამ საკითხზე ადვოკატებსაც მოვუწოდო, რომ თუ ამ დაშვებას გააკეთებს კანონი და გაავრცელებს ამ აკრძალვას ადვოკატების მიმართ, რომ ისინი დარჩნენ ტელეფონებისა და ტექნიკური საშუალებების გარეშე სასამართლო დარბაზში, დიახ, არ უნდა შევიდნენ ადვოკატები სასამართლო სხდომებზე, ვიდრე არ მოხდება ამ ინკვიზიციური და უფლებების შემლახავი კანონის უკან წაღება”
ამის შესახებ იურისტმა, „მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

