ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბიძინა ივანიშვილს გავუშვებთ კრემლში” – კახა მიქაია

“ბიძინა ივანიშვილს გავუშვებთ კრემლში” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა მხარდამჭერმა, კახა მიქაიამ მათე დევიძის სოლიდარობის მარშზე განაცხადა. 

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებაში თავისუფლების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ “ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს კრემლი და ბიძინა ივანიშვილი”.

პოლიციელები დაბნეულები არიან, კიდევ უფრო დაიბნევიან, ჩვენ ყველა ქუჩას გადავკეტავთ, ბოლოს რუსთაველსაც გადავკეტავთ და საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილს გავუშვებთ კრემლში. 

აუცილებელია, ეს არის აუცილებელი, რომ ხალხმა იგრძნოს ისევ ძალა, ძალა არის ხალხში, ქართველი ერი გადაწყვეტს საბოლოოდ, სხვა არავინ, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ბედს. სურვილი ქართულ საზოგადოებაში თავისუფლებისა იმდენად ძლიერია, რომ ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს კრემლი და ბიძინა ივანიშვილი.

კიდევ ერთხელ, ჩვენ მივალთ ყველასთან, ჩვენ გადავკეტავთ ყველა ქუჩას, ჩვენ გავაჩერებთ საქართველოს და გავუშვებთ ბიძინას იქ, სადაც არის მისი ადილი, კრემლში,” – თქვა კახა მიქაიამ. 

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ. ისინი თბილისის ქუჩებში მათე დევიძის მხარდასაჭერ მსვლელობას მართავენ. 

იტვირთბა....