აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ საიდუმლოდ ამუშავებს გეგმას უკრაინაში ომის დასრულებისთვის

აშშ საიდუმლოდ ამუშავებს გეგმას უკრაინაში ომის დასრულებისთვის – ინფორმაციას Axios აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კონსულტაციებს მოსკოვთან აწარმოებს და აშშ-ის გეგმა 28 – პუნქტიანია.

Axios-ის წყაროების ცნობით, გეგმის 28 პუნქტი შეიძლება დაიყოს 4 კატეგორიად: მშვიდობა უკრაინაში, უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოება ევროპაში და აშშ-ს მომავალი ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან. Axios-ის ინფორმაციით, გეგმაში გაურკვეველია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

გამოცემის ცნობით, გეგმის შემუშავებას ხელმძღვანელობს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომელმაც ის დეტალურად განიხილა რუსეთის ელჩთან კირილ დმიტრიევთან. უიტკოფმა კვირის დასაწყისში გეგმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, რუსტემ უმეროვთანაც განიხილა. ეს ინფორმაცია Axios-ს უკრაინელმა ოფიციალურმა პირმაც დაუდასტურა – „ჩვენ ვიცით, რომ ამერიკელები რაღაცაზე მუშაობენ“ | თქვა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ახალი გეგმის შესახებ თეთრმა სახლმა ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმირება დაიწყი და რომ თეთრი სახლი ხედავს რეალურ შანსს, უკრაინამ და ევროპამ გეგმას მხარი დაუჭირონ.

იტვირთბა....