ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა “ეპშტეინის ფაილების” გამოქვეყნებას

შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა ჯეფრი ეპშტეინის, რომელიც სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, საქმის ყველა არასაიდუმლო მასალის გამოქვეყნებას.

გასული კვირის ბოლოს ტრამპმა რესპუბლიკელ კონგრესმენებს მოუწოდა, კანონს მხარი დაუჭირონ, რადგან დასამალი არაფერი აქვს.

ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს ციხის საკანში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. დემოკრატები ეჭვობენ, რომ ეპშტეინის ძალადობის შესახებ იცოდა მისმა მეგობარმა დონალდ ტრამპმაც და ერთ-ერთ მსხვერპლთან ურთიერთობაც ჰქონდა. ტრამპი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ეპშტეინთან ურთიერთობა 2000-იანი წლების დასაწყისში, მის პირველ დაკავებამდე ორი წლით ადრე შეწყვიტა.

იტვირთბა....