ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიხსნა. ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, ამის მიზეზად კი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება დასახელდა.
ცნობისტვის, გაფართოების ფორუმის პირველ პანელში მონაწილეობას იღებენ ევროკომისრები: კაია კალასი, მარტა კოსი და ანდრიუს კუბილიუსი, ასევე უკრაინის, მოლდოვას და მონტენეგროს წარმომადგენლები. ევროკომისიამ ეს ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ქვეყნებად დაასახელა.

