“მე ვერ ვუწოდებ ამ მთავრობას მთავრობას”- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელსინკის კომისიაზე ისაუბრა. მარგუს ცაჰკნამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში მოვლენები ბელარუსის სცენარით ვითარდება, რაც ძალიან საშიშია.
მისი თქმით, ესტონელი ხალხი ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს.
მე ვიყავი საქართველოში ერთი წლის წინ, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ვიდრე ჩატარდებოდა საპარლამენტო არჩევნები. და, მე დავინახე ქართველი ხალხის უდიდესი მზადყოფნა. მათ ხელისუფლება აძლევდა დაპირებას ევროინტეგრაციიის შესახებ, თუმცა ეს პირობა მძიმედ დაირღვა.
ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ქართველ ხალხთან. მე ვერ ვუწოდებ ამ მთავრობას მთავრობას. ეს არის რეჟიმი, რომელიც არ მიყვება ქართველი ხალხის ნებას. და რა განვითარებასაც ახლა ვხედავთ ქვეყანაში? მოვლენები ზუსტად ისე ვითარდება, როგორც ეს იყო რამდენიმე წლის წინ ბელორუსში. ეს ძალიან საშიში ამბავია, ძალიან საშიში. ესტონელი ხალხი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათი თავისუფლებისთვის, – თქვა მარგუს ცაჰკნამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა ჰელსინკის კომისისიის სხდომაზე იმსჯელეს, როგორ უნდა დაეხმარონ ქართველ ხალხს. განიხილეს რუსული აგრესიის შესუსტების გზებიც.

