მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ქუთაისში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა.
“ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი რუსთავის ქალტა ციხიდან უკვე ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოში მიიყვანეს. დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატები დასკვნით სიტყვას იტყვიან და დაკავებული ჟურნალისტი ქალის გათავისუფლებას მოითხოვენ. პროკურატურა კი ამაღლობელისთის ბრალის დამძიმებას მოითხოვს.
არ არის გამორიცხული, სააპელაციონ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

