ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში”- კობახიძე

აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ.

„გახსოვთ, როგორი აჟიტირებული იყო ეს ხალხი, როდესაც შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, დაახლოებით 8 ათასი კაცი იყო შეკრებილი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ დამხობის აქციაში, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს დამხობის აქციას. როგორც კი ჩავარდა ეს აქცია, მაშინვე ყველა გაემიჯნა, არავის არ უნდოდა ორგანიზატორების ბედის გაზიარება. ფაქტი ფაქტად დარჩა, აჟიტირებული ადამიანები, მათ შორის ერთ-ერთი იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შორიახლოს ტრიალებდა რუსთაველის გამზირზე, ელოდებოდა საკუთარ ბედის გაღიმებას და ბოლოს დარჩა გაწბილებული. ამ გაწბილების შემდეგ გაემიჯნა ამ აქციას. ყველამ დაინახა, რაც ხდებოდა. აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა იმ აქციას, მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში. ეს არის მათი სახე. ესეც კი არ იციან, რომ როდესაც ვიღაცას მიჰყვები დამხობის აქციაზე, ბოლომდე მაინც გაჰყვე. აბსოლუტურად ამორალური ადამიანები არიან. როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილს მორალზე ელაპარაკო. ყველამ ძალიან კარგად იცის მისი პოლიტიკური წარსულის და აწმყოს შესახებ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. მათ სცადეს, ხელისუფლების დამხობა შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....