ჯანდაცვა

როგორ დაიკლო 12 კილო მარგო ლუჩკომ 2 თვეში

ტელე „იმედის“ ეთერში ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მარგო ლუჩკომ მაყურებელს თავისი დიეტის საიდუმლო გაუმხილა:

„ ერთი პერიოდი მივმართე დუკანის დიეტას, რომელსაც ყველაზე კარგ დიეტას ვუწოდებ. აბსოლუტურად ყველა წესი დავიცავი და 2 თვეში 12 კილო დავიკელი.

ასევე წელიწადში სამჯერ ვიცავ ერთთვიან დიეტას, რა დროსაც:  დილით ვსვამ ნახევარ ჭიქა წყალს და ნახევარ ჭიქა კეფირს (ან მაწონს), რომელსაც ხანდახან მცირე დოზით თაფლს ვუმატებ.

დღის განმავლობაში მივირთმევ ქათმის ხორცს მხოლოდ, ისიც მცირე რაოდენობით. ვიღებ თევზს, ბოსტნეულს და ხილს, განსაკუთრებით მწვანე ვაშლს დიდი რაოდენობით. საკვებს ძირითადად მოხარშულს ან ორთქლზე მომზადებულს ვიღებ.

ამ დიეტის დროს არ მივირთმევ წიწიბურას, მაკარონს, ცომეულს და ბრინჯს.

დღის განმავლობაში 5-6-ჯერ ვიკვებები.

მუდმივად კი, კვირაში ორი დღე განტვირთვის დღეს ვიწყობ, რა დროსაც   მხოლოდ კეფირსა და მწვანე ვაშლს გეახლებით.“ -აცხადებს მარგო ლუჩკო.

„დღის შოუ“

იტვირთბა....